ჩაქვში მდებარე „დრიმლენდ ოაზისის“ ადვოკატი - 5 წლის ბავშვის დახრჩობის საქმეზე, სავარაუდოდ, უბედური შემთხვევა დადგინდება - ვიდეოჩანაწერებში სურათი აღბეჭდილია, მათი ამოღება დღეს მოხდება

ჩაქვში, „დრიმლენდ ოაზისში" 5 წლის ბავშვის დახრჩობის საქმეზე, სავარაუდოდ, უბედური შემთხვევა დადგინდება. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „დრიმლენდ ოაზისის“ ადვოკატმა კახა წერეთელმა განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ისინი გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობენ.

ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ სასტუმროსთან არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები იდენტიფიცირებულია, სადაც მომხდარის სურათი აღბეჭდილია. აღნიშნული ჩანაწერების ამოღება სავარაუდოდ, დღეს მოხდება.

„გამოძიების პირველი ეტაპი გარკვეულწილად გავლილია, ძალიან ბევრი მოწმე დაიკითხა, მათ შორის არიან სასტუმროს თანამშრომლები და ასევე, სხვა პირებიც. ვიდეოჩანაწერების იდენტიფიცირება მოხდა. ჩემი, როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენლის ვარაუდია, რომ უბედურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, თუმცა, გამოძიება გრძელდება და ჩვენ მათთან თანამშრომლობას სრულად ვაგრძელებთ.

დეტალების გაჟღერებისგან თავს შევიკავებ, ვიდეოჩანაწერებში სურათი აღბეჭდილია, ეს ვიდეოჩანაწერები დაარქივებულია და მათი ამოღება დღეს მოხდება“, - განაცხადა წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისის“ აუზზე რამდენიმე დღის წინ 5 წლამდე ბავშვი დაიხრჩო.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში