ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი მისი კრიტიკის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩის, ვადიმ პრისტაიკოს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ზელენსკიმ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ვადიმ პრისტაიკომ მის სიტყვებს, რომ შეუძლია ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესს სამხედრო დახმარებისთვის ყოველ დილით მადლობა გადაუხადოს, "არაჯანსაღი სარკაზმი" უწოდა.

განკარგულების ტექსტის თანახმად, პრისტაიკო უნდა გათავისუფლდეს - გაერთიანებულ სამეფოსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან და ასევე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა