რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, შავი ზღვის აკვატორიაში გემების შემოწმებას გეგმავენ

რუსეთი შავი ზღვის აკვატორიაში ყველა გემის შემოწმებას გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი ვერშინინმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი შავი ზღვის აკვატორიაში მიმავალ ყველა გემს განიხილავს, როგორც სამხედრო ტვირთის მქონეს, მაგრამ რამე ზომების მიღებამდე მათ შემოწმებას გეგმავს.

„საუბარია იმაზე, უნდა დავრწმუნდეთ, რომ გემს რამე ცუდი არ გადააქვს. ეს ნიშნავს მოთხოვნას, საჭიროების შემთხვევაში შემოწმებას, რათა დავრწმუნდეთ, ასეა ეს თუ არა. უკვე აღარ არის საზღვაო ჰუმანიტარული დერეფანი. ახლა უკვე გაზრდილი სამხედრო საფრთხის ზონაა“, - განაცხადა ვერშინინმა.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 2023 წლის 20 ივლისიდან, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან, შავ ზღვაზე უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება, როგორც სამხედრო ტვირთის პოტენციური გადამზიდავი, ის სახელმწიფოები კი, რომლის დროშის ქვეშაც ასეთი გემები იმოძრავებენ, ჩაითვლებიან უკრაინის კონფლიქტში, კიევის რეჟიმის მხარეს ჩართულ სახელმწიფოებად.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია
NBA-ის პირველი საკალათბურთო სკოლა საქართველოში
6 გადარჩენილი ხე - „ევროკრედიტი“ აგრძელებს გარემოზე ზრუნვას