დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის და ბლოგერის დაკავება რუსეთის ჯარში უკმაყოფილების მაპროვოცირებელი გარემოება შეიძლება გახდეს.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, იგორ გირკინის დაკავება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კრიტიკასთან არის დაკავშირებული.
„გირკინი დიდი ხანი აკრიტიკებდა რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას, მაგრამ ბოლო დროს ეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და მისი ხელისუფლებაში ყოფნის წინააღმდეგ პირდაპირ კრიტიკაში გადაიზარდა“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში.
შეგახსენებთ, რომ იგორ გირკინი უკრაინაში MH17 თვითმფრინავის ჩამოგდებაშია ბრალდებული.