ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა  თავისი ტერიტორიის დეოკუპაციას ნაბიჯ-ნაბიჯ განაგრძობს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ნაბიჯ-ნაბიჯ თავისი ტერიტორიის დეოკუპაციას განაგრძობს.

აღნიშნულ განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის პრესსამსახური თავის ტელეგრამ-არხზე ავრცელებს.

„უკრაინა კონტრშეტევის ინტენსიურების მომენტს უახლოვდება“, - განაცხადა ასპენის მე-14 ყოველწლიური უსაფრთხოების ფორუმზე (Aspen Security Forum) ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის დაგვიანების გამო, რომელიც უკრაინული ჯარის ცოცხალი ძალის შესაძლო დანაკარგებთან იყო დაკავშირებული, რუსეთმა რამდენიმე თავდაცვის ხაზის შექმნა მოასწრო და ბევრი ტერიტორია განაღმა, რაც კონტრშეტევას ართულებს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა