ლიეტუვის ქალაქ ტელშაის პროფესიული დასი სვანეთში სპექტაკლს „ეშმაკისეული შეთავაზება“ წარმოადგენს

ლიეტუვის ქალაქ ტელშაის პროფესიული დასი სვანეთში სპექტაკლს "ეშმაკისეული შეთავაზება" წარმოადგენს.

სპექტაკლის დამდგმელი ქართველი რეჟისორი ბადრი წერედიანია, რომელიც წლებია ლიეტუვაში მოღვაწეობს. სპექტაკლი ფრანგი დრამატურგის მიშელ ფორეს პიესის მიხედვით დაიდგა.

„ლიეტუვას ქალაქ ტელშაის, დრამატული თეატრის გასტროლი წარმოადგენს ორი ქვეყნისა და ქალაქის მეგობრობისა და მათ თეატრალურ სივრცეებში მიმდინარე პროცესების ურთიერთგაზიარებისა და თანამშრომლობის კარგ მაგალითს. ფრანგი დრამატურგის მიშელ ფორეს მიერ 1970 წელს დაწერილი პიესა „ეშმაკი ზაფხულში“ თანამედროვე სამყაროშიც არ კარგავს თავის აქტუალობას. ეს არის ფანტასმაგორია კერძო კომპანიის მიერ მცირე ზომის ატომური ბომბების დამზადებისა და მათი მოსახლეობაში რეალიზაციის დაწყების შესახებ, საქმე მომგებიანია, რადგან მის პოტენციურ მყიდველს იზიდავს საკუთარი მეზობლების მიმართ ნებისმიერი საშუალებით უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობა, თუმცა მოვლენები არ ვითარდება ისე, როგორც მის მფლობელს წარმოუდგენია. მიუხედავად თემის სიმწვავისა, მიშელ ფორეს ნაწარმოები გვაძლევს საშუალებას, სევდანარევი სარკაზმითა და იუმორით შევხედოთ ერთი ადამიანის მიერ ატომური ბომბის მეშვეობით საკუთარი მეზობლების დაშინების მცდელობას და შევინარჩუნოთ რწმენა კაცობრიობა მშვიდობიანი მომავლის მიმართ“, - განაცხადა ბადრი წერედიანმა.

მისივე ინფორმაციით, სპექტაკლი 27 ივლისს, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში "სვანეთობა 2023" -ის კულტურული ღონისძიებების ფარგლებში იქნება წარმოდგენილი.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა