რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის საოლქო პროკურატურა ავრცელებს.

„22 ივლისს, დაახლოებით 11:00 საათზე ოკუპანტებმა ქალაქი კუპიანსკი დაბომბეს. დაზიანებები მიიღო კერძო მრეწველობის ტერიტორიამ. დაახლოებით 13:00 საათზე რუსმა სამხედროებმა კვლავ დაბომბეს ქალაქი კუპიანსკი. დაბომბვის შედეგად დაიღუპა 57 წლის ქალბატონი. წინასწარი ინფორმაციით, დაბომბვა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან ხდებოდა,” - წერია განცხადებაში.

მოგვიანებით ხარკოვის საოლქო პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაახლოებით, 15:00 საათზე რუსმა სამხედროებმა კუპიანსკის რაიონის ქალაქი დვურეჩნაია დაბომბეს, რის შედეგადაც 45 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ჭრილობები მიიღო 60 წლის კაცმა, იგი ჰოსპიტალიზებულია.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა