ოლექსი დანილოვი - კრემლის გეგმა არის მსოფლიოს დაჩოქება და რუსეთის გადაქცევა მარცვლეულის უნიკალურ მიმწოდებლად -  პუტინს სურს გახდეს „მარცვლეულის ზესახელმწიფო“

რუსეთის სარაკეტო თავდასხმების მთავარი მიზანი ოდესასა და რეგიონზე არის უკრაინის შავ ზღვაზე გასასვლელის სრული იზოლაციის მცდელობა და დაშინების აქტის გზით „მარცვლეულის დერეფნის“ ფუნქციონირების აღდგენის საერთაშორისო ძალისხმევის აღკვეთა და განეიტრალება, - ასე ეხმაურება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი რუსეთის მიერ ოდესაზე განხორციელებული თავდასხმების სერიას.

მისი მტკიცებით, კრემლის გეგმის მიხედვით, უნდა შეიქმნას შიმშილის საფრთხის, პირველ რიგში აფრიკის ქვეყნებისთვის და ევროპისთვის მიგრაციული საფრთხის დონის ამაღლების ხელოვნური პირობები.

„თავის მხრივ, უკრაინული იმ ინფრასტრუქტურის განადგურებამ, რომელიც უზრუნველყოფს „მარცვლეულის დერეფნის“ ფუნქციონირებას, მსოფლიო უნდა გახადოს დამოკიდებული რუსულ მარცვლეულზე და მათ ლოგისტიკაზე და შესაძლებლობებზე. გეგმა არის მსოფლიოს დაჩოქება და რუსეთის გადაქცევა მარცვლეულის უნიკალურ მიმწოდებლად. „ენერგეტიკული ზესახელმწიფოს“ იდეის ჩავარდნის შემდეგ პუტინს სურს გახდეს „მარცვლეულის ზესახელმწიფო““, - აღნიშნა დანილოვმა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება