აშშ-მექსიკის საზღვარზე მამაკაცმა ბარში ხანძარი გააჩინა, რასაც 11 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკაში მამაკაცმა ბარში ხანძარი განგებ გააჩინა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა.

მედიის ინფორმაციით, შემთხვევა სან ლუის რიო კოლორადოში მოხდა, რომელიც შეერთებულ შტატებს ესაზღვრება. ბარი საზღვრიდან მხოლოდ ერთი ქუჩის მოშორებით მდებარეობს. სან ლუის რიო კოლორადოს მერმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ნასვამმა ახალგაზრდამ ბარს მოლოტოვის კოქტეილი მას შემდეგ ესროლა, რაც ბარიდან გააძევეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ქალებს ავიწროებდა.

სონორას შტატის გენერალური პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძარს შვიდი მამაკაცი და ოთხი ქალი ემსხვერპლა, კიდევ ოთხი ადამიანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა