უკრაინაში აშშ-ის ელჩი - ოდესის მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე რუსეთის დაუნდობელი თავდასხმები გრძელდება

ოდესის მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლსა და გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პორტზე რუსეთის დაუნდობელი თავდასხმები გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯეტ ბრინკი „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, ცეცხლმოკიდებული მარცვლეულის სილოები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ყველგან მნიშვნელოვანია.

„რუსეთის გაუმართლებელ ომს უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ აქ საშინელი ხარჯი აქვს. დანგრეული ტაძარი, სახლები და ცეცხლმოკიდებული მარცვლეული კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ეს ყველგან მნიშვნელოვანია“, - აცხადებს ელჩი.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაზე წუხელ კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 22 კი, მათ შორის ოთხი ბავშვი, დაშავდა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის