ვლადიმერ პუტინი - რუსეთისა და ბელარუსის ყველა გეგმა მოსალოდნელზე უკეთესი ტემპით ხორციელდება

რუსეთისა და ბელარუსის ყველა გეგმა ხორციელდება იმაზე უკეთესი ტემპით, ვიდრე მოსალოდნელი იყო, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუს კოლეგასთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ჩვენი ყველა გეგმა ხორციელდება და იმაზე უკეთესი ტემპითაც კი, ვიდრე ველოდით. მინდა აღვნიშნო როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის ეკონომიკის კარგი მდგომარეობა", - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, პროგნოზირებულია ბელარუსის ეკონომიკის 3.75%-იანი ზრდა.

"ჩვენ გვაქვს ოდნავ დაბალი მაჩვენებელი, შემიძლია ვთქვა, მაგრამ ასევე კარგი მაჩვენებელია ჩვენთვის. იმედი გვაქვს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 2%-ზე მეტი იქნება“, - აღნიშნა პუტინმა.

მან უკრაინაში მიმდინარე ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის დანაკარგმა 26 000-ს გადააჭარბა.

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ-ის შეფასებით, „ოპერაციის“ დაწყების დღიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგმა 26 000 ადამიანი შეადგინა. "მეტი... უკვე მეტი", - უპასუხა პუტინმა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა