დმიტრო კულება ოდესის ტაძრის განადგურებაზე - რუსეთი ერთადერთი საფრთხეა უკრაინის მართლმადიდებლობისთვის

რუსეთი სისტემატიურად ანგრევს უკრაინაში მართლმადიდებლურ ეკლესიას და მის შენობებს. ბოლო თავდასხმა ოდესის ფერისცვალების ტაძარზე განხორციელდა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება „ტვიტერზე“ წერს.

მისი განცხადებით, უკრაინა ამ საკითხს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დააყენებს.

„ჩვენ ამ საკითხს გაერო-ს უშიშროების საბჭოს მომავალ შეხვედრაზე დავაყენებთ, რათა ნათლად განვაცხადოთ: რუსეთი ერთადერთი საფრთხეა უკრაინის მართლმადიდებლობისთვის“, - აცხადებს კულება.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა წუხელ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ოდესის ფერისცვალების ტაძარი გაანადგურეს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს