ელჩი - ხორვატია აქტიური მხარდამჭერია საქართველოს ევროკავშირის გზაზე და პრემიერის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება

ხორვატია აქტიური მხარდამჭერია საქართველოს ევროკავშირის გზაზე და ამიტომ, პრემიერის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხორვატიის რესპუბლიკაში ზაზა გოგსაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერის ვიზიტის დროს იგეგმება ზაგრებში საქართველოს საელჩოს ოფიციალური გახსნა.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ხორვატიაში არის პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების ისტორიაში. ეს თავისთავად არის ახალი ეტაპის დასაწყისი ჩვენს ურთიერთობებში. ხორვატია და საქართველო ერთმანეთის მსგავსი არიან როგორც ტერიტორიული სიდიდით, ასევე მოსახლეობის რაოდენობით და უახლესი ისტორიული წარსულით. ამიტომ, მათი გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხორვატია აქტიური მხარდამჭერია საქართველოს ევროკავშირის გზაზე და ამიტომ, ამ ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ჩვენ რამდენიმე თვის წინ შევქმენით საელჩო, ლოკაციით ზაგრებში. აქამდე ის ბუდაპეშტიდან იფარებოდა და ვგეგმავთ ამ ვიზიტის დროს საელჩოს ოფიციალურ გახსნას, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ხორვატიის პრემიერ-მინისტრი, ასევე ხორვატიის და საქართველოს პრემიერ-მინისტრები, რაც მიანიშნებს იმ მჭიდრო და აქტიურ

ურთიერთობებზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს", - განაცხადა ზაზა გოგსაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება