უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ნატო-ს მომავალი წლის სამიტს, რომელიც ვაშინგტონში უნდა გაიმართოს, უკრაინის ალიანსში მიღების შესაძლებლობად განიხილავს.
„ვინ იცის, იქნებ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყოს უკრაინისთვის. ეს მხოლოდ ჩემი პროგნოზია“, - განუცხადა რეზნიკოვმა CNN-ს.
მან, მიუთითა რა ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინა ალიანსში გაწევრიანებას მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ შეძლებს.
კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ომი მომავალ ზაფხულამდე დასრულდება, რეზნიკოვმა სწრაფად უპასუხა: „დიახ. ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში“.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის შეფასებით, ომის დასრულების შემდეგ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება თავად ალიანსის ინტერესებში იქნება.
"გამარჯვების შემდეგ, ამის შემდეგ, ეს ნატო-ს ინტერესებში იქნება, რადგან ჩვენ გავხდით ნატო-ს ნამდვილი აღმოსავლური ფარი, ან ევროპის აღმოსავლური ფარი. უკრაინამ მოიპოვა ნამდვილი საბრძოლო გამოცდილება - როგორ შეაკავოს რუსები, დაამარცხონ ისინი, დაამარცხონ ისინი ნატო-ს სტანდარტების შეიარაღების გამოყენებით“, - განაცხადა რეზნიკოვმა.