ესპანეთის ოპოზიციური კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, ალბერტო ნუნიესი ფეიხოუმ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ მისთვის საჭირო შედეგის გარეშე, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ულტრა მემარჯვენეების მხარდაჭერითაც კი, ალბერტო ნუნიესი ფეიხოუს „სახალხო პარტიამ“ პარლამენტში უმრავლესობა ვერ მოიპოვა. მიუხედავადა ამისა, მან მხარდამჭერებს განუცხადა, რომ ახლა მისი მოვალეობაა, მთავრობის ფორმირებას შეეცადოს.
არჩევნების შედეგებზე კომენტირებისას, „სოციალისტური მუშათა პარტიის“ ლიდერმა, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა, რომლის პარტიამ არჩევნებში 122 მანდატის მოპოვება შეძლო, განაცხადა, რომ „რეაქციული ბლოკი დამარცხდა“.
BBC-ი წერს, რომ ულტრამემარჯვენე პარტია „ვოქსი“, 33 მანდატით და „სახალხო პარტია“, 136 მანდატით ესპანეთის 176-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას ვერ ახერხებენ, ამიტომ ამ არჩევნების ყველაზე სავარაუდო შედეგი არის წლის ბოლომდე კიდევ ერთი არჩევნების ჩატარება.