ოლექსი რეზნიკოვი - F-16-ებზე წვრთნები აგვისტოში დაიწყება, ცაში კი უკრაინელი მფრინავები მომავალ წელს გამოჩნდებიან

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების მომზადება აგვისტოში დაიწყება.

რეზნიკოვმა CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ წვრთნებს მინიმუმ 6 თვე დასჭირდება და რომ უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება გარკვეული დამატებითი ინფრასტრუქტურა საბრძოლო თვითმფრინავებისთვის.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ოპტიმისტურად ფიქრობს, რომ მფრინავები F-16-ებს უკრაინის ცაში მომავალი წლის გაზაფხულამდე გამოიყენებენ.

რეზნიკოვის თქმით, უკრაინას რომ ახლა ეს მოიერიშე თვითმფრინავები ჰქონდეს, ისინი ქვეყანას მიმდინარე კონტრშეტევაში მეტი პროგრესის მიღწევაში დაეხმარებოდნენ.

”თუ გაქვს უფრო დახვეწილი, უფრო თანამედროვე იარაღი, უფრო ეფექტური იქნები,” - აღნიშნა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, წვრთნები, რომლებიც, სავარაუდოდ, დანიასა და ნიდერლანდებში, ასევე გაერთიანებულ სამეფოში, ან პოლონეთში ჩატარდება, მოიცავს ინტენსიურ სესიებს ტექნიკოსებისთვისაც, რადგან თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურება "სერიოზული ამოცანაა".

რეზნიკოვის განმარტებით, წვრთნები, შესაძლოა, ქვეყნებს შორის გაიყოს, მაგრამ საბოლოო გეგმები ჯერ კიდევ დასრულების პროცესშია.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის