„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ - უკრაინამ, რუსეთის შეჭრის შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიის დაახლოებით 53%-ი გაათავისუფლა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კონტრშეტევა სულ მცირე სამი მიმართულებით განახორციელა და გარკვეულ წარმატებას მიაღწია, - ამის შესახებ „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანგარიშშია აღნიშნული.

ორგანიზაციის შეფასებით, 22 ივლისის კადრების გეოლოკაცია აჩვენებს უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლას დონეცკის დასავლეთით და ზაპოროჟიეს აღმოსავლეთით - სტარომაისკის რაიონში (ველიკა ნოვოსელკას სამხრეთით 9 კმ-ში).

ამასთან, რუსი „სამხედრო კორესპონდენტები“ ამტკიცებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ პრიუტნოეს რაიონში (ველიკა ნოვოსელკას სამხრეთ-დასავლეთით 14 კმ-ში).

ორგანიზაციის ანალიტიკოსების შეფასებით, 22 ივლისის სხვა კადრები ასევე აჩვენებს უკრაინელი დამცველების წინსვლას ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილში, კამინსკის რაიონში.

ზოგიერთი რუსული და უკრაინული წყარო იუწყება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევს ბახმუტის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფლანგებზე და, სავარაუდოდ, ხრომოვოეს რაიონში (ბახმუტის დასავლეთით).

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ წინასწარი მონაცემებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უკრაინამ ოკუპანტების მიერ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ მიტაცებული ტერიტორიის დაახლოებით 53%-ი გაათავისუფლა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა