ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლება - უკრაინელებმა საბრძოლო მასალის საწყობი გაანადგურეს

უკრაინის მიერ ყირიმის ქალაქ ჯანკოიზე დღეს დილით, დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად საბრძოლო მასალის საწყობი განადგურდა, - ამის შესახებ ყირიმის რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. „ხელმძღვანელი“, სერგეი აქსიონოვი იუწყება.

მისი მტკიცებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ უკრაინის მიერ გაშვებული 11 დრონი ჩაახშო და მოიგერია. ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია საბრძოლო მასალის საწყობზე დრონით პირდაპირი დარტყმა განხორციელდა თუ ის ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა გაანადგურა.

სერგეი აქსიონოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი შენობაც დაზიანდა. მისი ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, „უსაფრთხოების მიზნით“, სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლა შეჩერდა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება