ანა მალიარი - უკრაინელებმა კონტრშეტევის დაწყებიდან სამხრეთ ფრონტზე 192 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს

უკრაინელებმა, გასული კვირის განმავლობაში, სამხრეთ ფრონტზე 12 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინელებმა, კონტრშეტევის დაწყებიდან, აღნიშნული მიმართულებით 192 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს.

„უკრაინული ჯარები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას რამდენიმე რაიონში მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით“, - აღნიშნა მალიარმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა