მედია - მოსკოვზე თავდასხმა უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცოპერაცია იყო

რუსეთის დედაქალაქზე დრონებით განხორციელებული თავდასხმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცოპერაცია იყო, - ინფორმაციას უკრაინული მედია სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მოხალისეებისა და სტრუქტურების თანამშრომლობა კარგ შედეგს იძლევა, რომელიც უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა წყარომ.

მისი თქმით, დაზვერვის მიერ გაშვებულმა ყველა დრონმა მოსკოვამდე მიაღწია. მას არ დაუკონკრეტებია, რამდენი დრონის გაშვება განხორციელდა.

შეგახსენებთ, დღეს დილით, მოსკოვის მერმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადეს, რომ უკრაინამ მოსკოვში მდებარე ორ ობიექტზე დრონებით თავდასხმა სცადა. თავდაცვის უწყების მტკიცებით, რუსმა სამხედროებმა უკრაინელების მიერ გაშვებული ორივე დრონი გაანადგურეს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება