უკრაინელი მინისტრი - საჰაერო თავდაცვა სულ უფრო და უფრო ნაკლებად ახერხებს ოკუპანტების ცის დაცვას

ორკების დედაქალაქსა და ყირიმს წუხელ დრონები დაესხნენ თავს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები და საჰაერო თავდაცვა სულ უფრო და უფრო ნაკლებად ახერხებს ოკუპანტების ცის დაცვას, - ამის შესახებ უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა.

„რაც არ უნდა მოხდეს, უფრო მეტი იქნება”, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ უკრაინამ ყირიმის წინააღმდეგ 17 დრონის გამოყენებით „ტერორისტული თავდასხმა“ განახორციელა. ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელის ინფორმაციით, უკრაინული დრონი რუსული საბრძოლო მასალის საცავს მოხვდა. ამასთან, რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, უკრაინელებმა დღეს დილით მოსკოვში, ორ არასაცხოვრებელ კორპუსზე დრონებით თავდასხმა სცადეს, რომელიც რუსმა სამხედროებმა „ჩაშალეს“.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის