ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს სამხედრო რეზერვისტებისთვის ასაკობრივი ზღვარის გაზრდის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთის სამხედრო რეზერვში ყოფნის ასაკობრივ ზღვარს, გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის, 5 წლით ზრდის.

„სამხედრო მოვალეობისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ ფედერალურ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ჯარისკაცებისთვის, მეზღვაურებისთვის და სერჟანტებისთვის ასაკობრივი ზღვარი ადრე არსებული 35-დან 40 წლამდე იზრდება, ზემდეგებისთვისა და "პრაპორშჩიკებისთვის", 45-დან 50 წლამდე, ხოლო მიჩმანებისთვის 50-დან 55 წლამდე.

გარდა ამისა, კანონი ახანგრძლივებს სამობილიზაციო რეზერვში მყოფთა ასაკობრივ ზღვარსაც.

ახალი წესები 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა