თომას ჰენდრიკ ილვესი ირაკლი ღარიბაშვილს - რომელ ევროპულ ღირებულებებს იზიარებთ? - საქართველოს ევროპაში სერიოზულად აღარავინ აღიქვამს, სამწუხაროა

რომელ ევროპულ ღირებულებებს იზიარებთ? საქართველოს ევროპაში სერიოზულად აღარავინ აღიქვამს. სამწუხაროა, - ასე ეხმაურება ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, თომას ჰენდრიკ ილვესი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის „ტვიტერის“ პოსტს, რომელიც მან ხორვატიის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა.

„რომელ ევროპულ ღირებულებებს იზიარებთ? კანონის უზენაესობას? ადამიანის უფლებების პატივისცემას? საქართველოს ევროპაში სერიოზულად აღარავინ აღიქვამს. სამწუხაროა. საკუთარი ინტერესებისთვის ზიანის მიყენებაა“, - წერს თომას ჰენდრიკ ილვესი „ტვიტერზე“.

ცნობისათვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხორვატიის პრემიერთან ანდრეი პლენკოვიჩთან შეხვედრის შემდეგ „ტვიტერში“ დაწერა, რომ საქართველო და ხორვატია ისტორიულ, კულტურულ და ევროპულ ღირებულებებს იზიარებენ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა