მიხაილო ფიოდოროვის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა გასულ კვირაში რუსული არმიის ტექნიკის 101 ერთეული გაანადგურეს

უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის, მიხაილო ფიოდოროვის განცხადებით, გასული კვირის განმავლობაში დრონების გამოყენებით ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული არმიის ტექნიკის 101 ერთეული გაანადგურეს, რომლის ღირებულება მილიონობით აშშ დოლარს შეადგენს.

მისივე თქმით, ასევე, უპილოტოების გამოყენებით განადგურებულია 76 რუსი სამხედრო.

„გასული კვირის განმავლობაში რუსულმა ჯარმა 21 ტანკი, 36 საბრძოლო ჯავშანმანქანა, 5 ზარბაზანი, 3 ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალება, სპეცტექნიკის 23 ერთეული, საბრძოლო მასალის და საწვავის 3 საწყობი, რადიოტექნიკური მოწყობილობის 12 ერთეული, 1 საარტილერიო დანადგარი და 18 საყრდენი პუნქტი დაკარგა“, - ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.

უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი უწყება აგრძელებს უკრაინის ჯარის სამხედრო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფას, რომლებიც მტრის განადგურებაში და საკუთარი სიცოცხლის შენარჩუნებაში ეხმარება.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში