გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ნატოს ვილნიუსის სამიტის შემდეგ პუტინი გათამამდა - დროა, გავაორმაგოთ ძალისხმევა

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ნატომ უკრაინის მხარდაჭერისთვის საჭირო ძალისხმევა უნდა გააორმაგოს, რადგან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ესკალაციის გზას დაადგა.

აღნიშნულ განცხადებას ლანდსბერგისი სოციალურ ქსელებში ავრცელებს.

„ნატოს ვილნიუსის სამიტის შემდეგ პუტინი გათამამდა და ესკალაციაზე წასვლას, მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლას, ოდესაზე თავდასხმებს, ახლა კი დუნაიზე მდებარე პორტის დაბომბვას ბედავს. უფრო გასაგებად უნდა ავუხსნათ, ყველანაირად დავეხმარებით უკრაინას გაიმარჯვოს ომში და ალიანსის წევრი გახდეს. დროა, გავაორმაგოთ ძალისხმევა“, - განაცხადა ლიეტუვას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება