სასამართლო რეფორმის ფარგლებში ისრაელის ქნესეთმა სადავო კანონპროექტი „გონივრულობის ფაქტორის შესახებ“ მიიღო.
კანონპროექტს მმართველი კოალიციის 64 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ოპოზიციამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
კანონპროექტის მიღება საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტის გატანას, რომელიც ქვეყნის უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილებების ნაწილს ზღუდავს, მმართველი კოალიცია შვიდი თვის განმავლობაში ცდილობდა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"