აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლუმინიტა ოდობესკუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
მისივე თქმით, საუბრის დროს კოლექტიური უსაფრთხოების, უკრაინის და მოლდოვის მხარდაჭერის, გლობალური სასურსათო უსაფრთხოების და შავ ზღვაში თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.
„საუბარი მდინარე დუნაიზე არსებულ უკრაინულ პორტზე, რომელიც რუმინეთთან ახლოს მდებარეობს, რუსეთის დარტყმასთან იყო დაკავშირებული“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ეს ნატოს ტერიტორიასთან ყველაზე ახლო მდებარე ლოკაციაა, რომელზეც რუსეთმა დარტყმა განახორციელა.