გაეროს გენერალური მდივანი კვლავ მოუწოდებს რუსეთს, დაუბრუნდეს მარცვლეულის შეთანხმებას

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, ის კვლავ მოუწოდებს რუსეთს, დაუბრუნდეს მარცვლეულის შეთანხმებას, რომელიც შავი ზღვით უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტს უზრუნველყოფდა.

მისივე თქმით, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის მოქმედების შეწყვეტა მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ფენებს დააზარალებს.

„ჩვენ უკვე ვხედავთ ნეგატიურ ზეგავლენას ხორბალსა და სიმინდის მსოფლიო ფასებზე, რომელიც აზარალებს ყველას, მაგრამ ყველაზე მეტად იმ ქვეყნებს, რომლებიც თავისი მოსახლეობის გამოკვებას ცდილობენ“, - აღნიშნა გუტერეშმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა