უკრაინაში, „ლენინგრადის პოლკის“ მეთაური, პოლკოვნიკი ევგენი ვაშუნინი დაიღუპა.
ინფორმაციას სანქტ-პეტერბურგის საკანონმდებლო საკრებულოს სპიკერის, ალექსანდრ ბელსკის განცხადებაზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს.
„პოლკოვნიკი ვაშუნინი მებრძოლთა ჯგუფთან ერთად ოპერატიულ ალყაში მოხვდა, რის შედეგად დაიღუპა“, - ნათქვამია განცხადებაში.