ლიეტუვამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სამწლიანი გეგმა მიიღო

ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ეროვნულმა თავდაცვის საბჭომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სამწლიანი გეგმა მიიღო.

უწყების განმარტებით, 2024-2026 წლებში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის გეგმის დაფინანსება დაახლოებით 200 მილიონ ევროს შეადგენს.

„მხარდაჭერის ძირითადი მიმართულებები ლეტალური და არალეტალური მოწყობილობის შესყიდვა, სამხედრო განათლება და მომზადება დახმარების ფონდებში შენატანები, ლიეტუვას ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის რემონტი და პირადი შემადგენლობის მომზადება იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლიეტუვას თავდაცვის მინისტრის, არვიდას ანაშაუსკასის თქმით, მოსალოდნელია, რომ გეგმის დაფინანსებას მშვიდობის ევროპული ფონდი უზრუნველყოფს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს