დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, პავლო კირილენკოს განცხადებით, რუსულმა არმიამ სოფელი კონსტანოვკა დაბომბა, დაღუპულია ერთი ბავშვი.
მისივე თქმით, დაიჭრა კიდევ 3 ბავშვი.
„კონსტანოვკის დაბომბვის შედეგად სულ მცირე შვიდი სამოქალაქო პირია დაჭრილი. დაჭრილთა შორის ოთხი ბავშვია, ერთი დაიღუპა“, – განაცხადა კირილენკომ.