აკაკი ბობოხიძე - ამომრჩევლის ნაწილს „ნაციონალებს“ ისევ  „ოცნება“ ურჩევნია, სწორედ ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის გამარჯვების პლატფორმა -  საჭიროა მოსახლეობის 60%-მა გადაწყვიტოს, რომ ხელისუფლებას ეუბნება უარს

ამომრჩევლის ნაწილს „ნაციონალებს“ ისევ „ოცნება„ ურჩევნია, სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის გამარჯვების პლატფორმა , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, პოლიტიკური პარტიების გაერთიანებამდე საჭიროა საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან წავიდეს.

ბიძინა ივანიშვილი ყველა არჩევნებზე ერთი და იმავე ლოზუნგით გამოდიოდა, ოღონდ ამ ლოზუნგების გვერდით დაპირებებსაც იძლეოდა. ბოლო 2-3 არჩევნებია ივანიშვილი საარჩევნოდ არანაირ დაპირებას აკეთებს. მისი მთავარი მესიჯია - ვინც, ჩემთან არ არის „ნაციონალია“, ჩვენ თუ დავმარცხდებით , „ნაციონალები“ იმარჯვებენ.

ერთ-ერთი ტელევიზიის კვლევაში , შეკითხვაზე: ორი არჩევანიდან „ქართული ოცნება“ ან „ნაციონალური მოძრაობა“ , საქართველოს მასშტაბით 62%-32%-ით „ქართული ოცნება“ იგებს. თბილისის მასშტაბით, კიდევ უფრო მეტად 66%-ით იგებს „ქართული ოცნება“. ანუ ოპოზიციის ამომრჩევლის ნაწილი თუ არჩევანის წინაშე დარჩება: „ქართული ოცნება“ თუ „ნაციონალური მოძრაობა“, „ნაციონალებს“ ისევ „ოცნება" ურჩევნიათ, სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის გამარჯვების პლატფორმა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე გამარჯვება დადგება.

რა არის ბიძინა ივანიშვილის დამარცხების ფორმულა: ჩვენ უნდა მოვახდინოთ საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არის გასაშვები. ის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება გასაშვებია, ამას 50%-ი ამბობს, ყველა არჩევნების შედეგი ეს არის, გაყალბებულის, მაგრამ მაინც“, - განაცხადა ბობოხიძემ.

მისივე თქმით, ავტორიტარული რეჟიმების დამარცხებისთვის საჭიროა 60%-იანი გამარჯვება.

„ავტორიტარული რეჟიმების დამარცხებისთვის არ კმარა 50-48%-ით და 52-48 %-ით გამარჯვება. იმიტომ რომ ამ 48%-ს ზურგს უკან უდგას სპეცრაზმი, რეზინის ტყვიები, კორუმპირებული ბანდები. არ იკმარებს, არ დათმობს ხელისუფლებას.

მსგავსი ტიპის ხელისუფლება, რომ წავიდეს, საჭიროა საქართველოს მოსახლეობის 60-მა პროცენტმა გადაწყვიტოს, რომ ამ ხელისუფლებას ეუბნება უარს, ამაზე უნდა ვმუშაობდეთ.

გაერთიანება კი არ არის მთავარი ამოცანა, მთავარი ამოცანაა მოსახლეობის აზრის მობილიზება ამ ხელისუფლების წასვლის აუცილებლობაში. ძალიან მარტივია სქემა: პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა შევცვალოთ საზოგადოებრივი განწყობა, ამის შემდეგ საჭირო იქნება თუ არა გაერთიანება, ამას მომავალი გვიჩვენებს“,- განაცხადა ბობოხიძემ.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს