დღეს ევროკავშირის „საბრძოლო მასალის წარმოების მხარდაჭერის აქტი“ (ASAP) ძალაში შევიდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა.
„ASAP-ის მიზანს ევროკავშირის საწარმოო სიმძლავრეების გაზრდის გზით, თავდაცვითი პროდუქციის დეფიციტის გადაწყვეტა წარმოადგენს. კერძოდ კი, ეს საარტილერიო საბრძოლო მასალის, რაკეტების და მათი კომპონენტების წარმოებისთვის საჭირო მიზნობრივი ღონისძიებების ჩატარებას ეხება, რომლის დაფინანსებაზე 500 მილიონი ევრო არის გათვალისწინებული“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული აქტის შესაბამისად წარმოებული საბრძოლო მასალა უკრაინასაც მიეწოდება, ექსპორტზე შეზღუდვების გარეშე.