უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 15 სექტემბრის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნების მიერ უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის დაბლოკვა, რომელიც სახმელეთო გზებით ხორციელდება, მიუღებელია.
მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლებას სჯერა, რომ ევროკომისიასთან შესაბამისი შეთანხმების მიღწევას შეძლებს, მაგრამ ნებისმიერი სცენარისთვის ემზადება.
„კიევი ყველა დაინტერესებულ მხარესთან კონტაქტზე იმყოფება იმისთვის, რომ ყველასთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული“, - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს სახმელეთო გზებით უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე დაწესებული შესაბამისი შეზღუდვების ვადა იწურება.