აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მოსკოვზე დრონებით თავდასხმა რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებული ომის შედეგია.
“ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო. მათ დაიწყეს ეს ომი და მათ შეუძლიათ მისი დასრულება. მათ შეუძლიათ დაასრულონ ის ნებისმიერ დროს უკრაინიდან ძალების გაყვანით, მშვიდობიანი მოსახლეობაზე უკრაინის ქალაქებზე სასტიკი თავდასხმების განხორციელების ნაცვლად“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა.
მისი თქმით რუსეთი, ომის დაწყებიდან 15 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ყოველდღე ახორციელებს სასტიკ თავდასხმებს უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე.
”რუსეთმა დაბომბა ოდესის პორტი, დაიღუპა და დაშავდნენ უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები, გაანადგურა იუნესკო-ს მემკვიდრეობის ძეგლი, გაანადგურა ათიათასობით ტონა მარცვლეული, რომელიც განკუთვნილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისთვის”, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ გარკვევით განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების განხორციელებას. „მაგრამ ჩვენ ასევე ძალიან გარკვევით ვთქვით, რომ ყირიმი ნამდვილად უკრაინაა“, - დასძინა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, რუსეთის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ გუშინ დილით მოსკოვში მდებარე ორ არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობაზე დრონებით თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს.