გივი მიქანაძე - ქართულ-რუსული უნივერსიტეტის გახსნაზე გავრცელებული ინფორმაცია იმ კამპანიის ნაწილია, რომლითაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობს ხელისუფლების საქმიანობა რუსეთს დაუკავშიროს, მაგრამ ეს არის ნონსენსი

ქართულ-რუსული უნივერსიტეტის გახსნაზე გავრცელებული ინფორმაცია იმ კამპანიის ნაწილია, რომლითაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობს ხელისუფლების საქმიანობა რუსეთს დაუკავშიროს, მაგრამ ეს არის ნონსენსი, - ამის საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი რამ "არ იხილება და ვერც განიხილება".

„გუშინ სამინისტრომ გააკეთა განცხადება ამის თაობაზე. თქვენ ვერ მაჩვენებთ ვერანაირ დოკუმენტს, რომელიც ამჟამად იხილება. ეს არის თითიდან გამოწოვილი და ეს არის მცდელობა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ და რიგმა ტელევიზიებმა საზოგადოებას მიაწოდონ არასწორი ინფორმაცია და შეუქმნან მცდარი წარმოდგენები. ესაა იმ კამპანიის შემადგენელი ნაწილი, რომლითაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობს რაღაცნაირად ხელისუფლების საქმიანობა რუსეთს დაუკავშიროს, მაგრამ ეს არის ნონსენსი. საქართველოს ხელისუფლების საქმიანობა დაკავშირებულია ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან და კატეგორიულად გამორიცხავს რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლას და ეს ხელისუფლებამ არა მარტო სიტყვით, პრაქტიკული მოქმედებებით დაამტკიცა და საქართველოში ჩამოსულმა მაღალჩინოსნებმა, რომლებიც მონიტორინგს უწევენ სანქციების აღსრულებას, ეს საჯაროდ დაადასტურეს,"- განაცხადა მიქანაძემ.

ინფორმაციისთვის, პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის მშენებლობა იგეგმება და ამისთვის უკვე ადგილს ეძებენ.

რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნის მოთხოვნით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განცხადება არ შესულა.

"გავრცელებული ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით არის დეზინფორმაცია, რომელიც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, განათლების სისტემისა და ხელისუფლების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება