ირაკლი კობახიძე - როცა რუსეთთან ვაჭრობის ზრდაზე საუბრობთ, ეს უბრალოდ ტყუილია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთადერთი მიზეზი, რატომაც საქართველოს უსაფრთხოების ევროკავშირთან შესაბამისობის კოეფიციენტი შემცირდა, შეიძლება იყოს ის, რომ საქართველო რუსეთს სანქციებს არ უწესებს.

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ევროკავშირისა და NATO-ს წევრ ქვეყნებს, საქართველოსგან განსხვავებით, აქვთ ფუფუნება, რუსეთს სანქციები დაუწესონ.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთთან ასეულობით მილიარდს ვაჭრობენ, მაშინ, როდესაც საქართველოს საგარეო ვაჭრობის წილი რუსეთთან მხოლოდ 8%-ია.

„ერთადერთი, რაც ქვეყანას შეეძლო თეორიულად გაეკეთებინა, რუსეთისთვის სანქციების დაწესება იყო. იცით, რომ რუსეთისთვის სანქციებს არ ვაწესებთ, ასე რომ ფრენებთან დაკავშირებით რუსეთი გადაწყვეტილებებს ცალმხრივად იღებდა.

რაც შეეხება ციფრებს, რუსეთთან საგარეო ვაჭრობის წილი მხოლოდ 8%-ია. შეიძლება, ნახევარი პროცენტი მეშლებოდეს. როცა რუსეთთან ვაჭრობის ზრდაზე საუბრობთ, ეს უბრალოდ ტყუილია.

ერთადერთი მიზეზი, რატომაც ჩვენი უსაფრთხოების შესაბამისობის კოეფიციენტი შემცირდა, შეიძლება იყოს ის, რომ რუსეთისთვის სანქციებს არ ვაწესებთ. შეიძლება, ასეთი ფუფუნება ნატოს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ჰქონდეთ, მაგრამ ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით ცხადია. გარდა ამისა, ევროკავშირის ქვეყნები წლის განმავლობაში რუსებთან ასეულობით მილიარდს ვაჭრობენ. ასეთ დროს, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, თუ რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს