დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოდესაზე და საპორტო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების დროს რუსულმა ჯარმა Х-22-ის ტიპის მძიმე რაკეტების დიდი რაოდენობა გამოიყენა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოდესაზე და საპორტო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების დროს რუსულმა ჯარმა Х-22-ის ტიპის მძიმე რაკეტების დიდი რაოდენობა გამოიყენა.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ თავდასხმები შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან რუსეთის გასვლის შემდეგ გახშირდა.

„ინიციატივის მოქმედების დროს რუსეთი უკრაინის სამხრეთის პორტებში მდებარე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისგან თავს იკავებდა, ახლა კი, კრემლი თავს, ალბათ, ნაკლებად პოლიტიკურად შეზღუდულად გრძნობს და სამხრეთის პორტებზე თავდასხმებს განაგრძობს, რადგან თვლის, რომ უკრაინა თავის სამხედრო აღჭურვას ამ რაიონებში ინახავს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა