უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საუბრის დროს უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერების და შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელების საკითხები განიხილეს.
„დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ასევე, მივაწოდე ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის ყოველდღიურ მცდელობებზე, რომლებიც ოდესის ისტორიული ცენტრის და საპორტო ინფრასტრუქტურის განადგურებაზეა მიმართული“, - განაცხადა ზელენკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ რიში სუნაკს უკრაინის მიმდინარე თავდაცვითი მოთხოვნილებები გააცნო.