უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლის განცხადებით, დრონების შეტევების მოსაგერიებლად უკრაინას ახალი შეიარაღება და საშუალებები სჭირდება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას ზრდის. კერძოდ, საუბარია „ლანცეტის“ ტიპის "კამიკაძე" დრონებზე.

მისივე თქმით, რუსეთმა დრონების წარმოების პროგრამა უკვე შექმნა და ამჟამად მას ავითარებს.

„წარმოების მოცულობები - პროპაგანდის ნაწილია, მაგრამ ეს ფაქტორია, რომელიც ჩამოსაწერი, ნამდვილად არ არის. რუსეთი აწარმოებს "ლანცეტებს", ასევე შემოდის „შაჰედები“ და მალე ისინი განავითარებენ დრონების წარმოებას ", — განაცხადა იუსოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დრონების შეტევების მოსაგერიებლად უკრაინას ახალი შეიარაღება და საშუალებები სჭირდება.

„ეს ჩვენი სამხედროების და სამოქალაქო პირების სიცოცხლის დაცვის საკითხია. გარდა ამისა, ეს ჩვენ კონტრშეტევას დააჩქარებს“, - განაცხადა დაზვერვის წარმომადგენელმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა