საბერძნეთში სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაიღუპა ორი პილოტი

საბერძნეთში, ხანძრებთან ბრძოლისას, სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთის სახანძრო სამსახურის სპიკერი იანის არტოპოიოსი ავრცელებს.

თვითმფრინავი კუნძულ ევიაზე, სოფელ პლატანისტოსთან ჩამოვარდა. არტოპოიოსის თქმით, თვითმფრინავი საბერძნეთის საჰაერო ძალებს მიეკუთვნებოდა და მისი პილოტები ხანძრებთან ბრძოლისთვის იყვნენ გაწვრთნილი.

მოგვიანებით, საბერძნეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ინციდენტის შედეგად 34 წლის პილოტი და 27 წლის დამხმარე პილოტი დაიღუპნენ.

საბერძნეთის თავდაცვის უწყებამ გარდაცვლილი პილოტების საპატიოდ შეიარაღებულ ძალებში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს