ჩრდილოეთ იტალიაში შტორმი და ძლიერი ქარი მძვინვარებს - სიცილიაზე კი ხანძრებს ებრძვიან

ჩრდილოეთ იტალიაში შტორმი და ძლიერი ქარი მძვინვარებს, სიცილიაზე - ხანძრები. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

რეკორდული ტემპერატურის შემდეგ, სიცილიაში ხანძრები მძვინვარებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქი პალერმო "გარშემორტყმულია" ცეცხლით.

ამავდროულად, იტალიის ჩრდილოეთ რეგიონებში შტორმები და ძლიერი ქარი ფიქსირდება.

BBC-ის ინფორმაციით, ზოგიერთ ადგილას ტენისის ბურთის ზომის ქვებმა ხალხი, მანქანები და მოსავალი დააზიანა.

ქალაქ ბრეშიასთან 16 წლის გოგო გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მის კარავს ხე დაეცა. მილანთან, ქალაქ ლისონში კი საშუალო ასაკის ქალს ხე დაეცა და დაიღუპა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება