ბრიუსელის ტერაქტებთან დაკავშირებით მკვლელობაში დამნაშავედ 6 ადამიანი ცნეს

ბრიუსელის სასამართლომ ექვსი მამაკაცი დამნაშავედ ცნო მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში 2016 წლის ბრიუსელის ტერაქტში მათი მონაწილეობის გამო, რომლის დროსაც 32 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაშავდა.

სასამართლომ გადაწვეტილება ხანგრძლივი სასამართლო პროცესისა და ნაფიც მსაჯულთა 19 დღიანი მსჯელობის შემდეგ გამოაცხადა.

ბრალდებულებს შორის არის 33 წლის სალაჰ აბდესლამი, რომელიც შარშან საფრანგეთში დამნაშავედ ცნეს 2015 წლის ნოემბერში პარიზში მომხდარ თავდასხმებში მონაწილეობაშიც, რომლის დროსაც 130 ადამიანი დაიღუპა.

სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა უსამა ატარი, რომელიც, სავარაუდოდ, პარიზის თავდასხმებში დაგეგმვაში სირიიდან მონაწილეობდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის სირიაში გარდაიცვალა.

ბრალდებულების სასჯელს მოგვიანებით, სავარაუდოდ, სექტემბერში გამოაცხადებენ.

ბრიუსელში თავდასხმები 2016 წლის 22 მარტს მოხდა. თავდაპირველად აფეთქება აეროპორტში მოხდა, ერთი საათის შემდეგ კი - მეტროში.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება