აშშ რუსეთში დრონების ქარხნის მშენებლობაზე - უკრაინაში მიმდინარე ომზე, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს

აშშ-ს დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლების ინფორმაციით, რუსეთი, ირანის დახმარებით, დრონების მწარმოებელ ობიექტს აშენებს, რამაც, დასრულების შემდეგ, შესაძლოა, უკრაინაში მიმდინარე ომზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს.

აშშ-ის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს ანალიტიკოსებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ქარხანა, რომელიც ამჟამად მშენებლობის პროცესშია, სავარაუდოდ, რუსეთს მიაწვდის დრონების ახალ მარაგს, რომელიც გაცილებით დიდი რაოდენობის იქნება, ვიდრე მან ირანიდან დღემდე იყიდა.

შეერთებულმა შტატებმა აპრილში გამოაქვეყნა თანამგზავრის საშუალებით გადაღებული სურათები, რომელზედაც, სავარაუდოდ, ის ტერიტორია იყო აღბეჭდილი, სადაც დრონების წარმოების ქარხნის მშენებლობა იგეგმებოდა. ანალიტიკოსების შეფასებით, ირანი რეგულარულად აგზავნის აღჭურვილობას რუსეთში, რათა მას ობიექტის მშენებლობაში დაეხმაროს.

თენგიზ ფხალაძე - ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025