ხერსონის ოლქის ხელმძღვანელი - გასულ დღე-ღამეში რუსმა სამხედროებმა ოლქს 55-ჯერ დაარტყეს, არიან დაღუპულები და დაშავებული

უკრაინის ხერსონის ოლქის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროსკუდინის განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ოლქს 55-ჯერ დაარტყეს, არიან დაღუპულები და დაშავებული.

მისივე თქმით, შეტევების დროს რუსულმა არმიამ ნაღმმტყორცნები, არტილერია, „გრადები“, ტანკები, ავიაცია და უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა.

„რუსული აგრესიის შედეგად დაიღუპა 2 და დაჭრილია 3 ადამიანი“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით კი, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა არმიამ 460 სამხედრო, ვერტმფრენი, 22 საარტილერიო სისტემა, 16 უპილოტო და სხვა ტექნიკა დაკარგა.

„დღევანდელი დღის მდგომარეობით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 243 680 რუსი სამხედრო იქნა განადგურებული“, - იუწყება გენშტაბი.

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2025