დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის ხომალდების დისლოცირების ადგილის შეცვლა დაიწყო, რაც შავ ზღვაში ძალადობის რისკების გაზრდის დასტურად უნდა ჩაითვალოს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამჟამად რუსული კორვეტი „სერგეი კოტოვი“ ბოსფორის სრუტესა და ოდესას შორის არსებულ სანაოსნო გზაზე პატრულირებს.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ აღნიშნული კორვეტი რუსეთის ფლოტის იმ ოპერატიული ჯგუფის შემადგენლობაში შევა, რომელიც უკრაინაში მიმავალი კომერციული ხომალდების დაკავებას ისახავს მიზნად.