ევროკავშირი მზად არის უკრაინის სოფლის მეურნეობის საქონლის ექსპორტი „სოლიდარობის გზებით“ განახორციელოს

ევროკავშირი მზად არის უკრაინის სოფლის მეურნეობის საქონლის ექსპორტი „სოლიდარობის გზებით“ განახორციელოს.

აღნიშნული განცხადება სოფლის მეურნეობის საკითხებში ევროკავშირის კომისარმა იანუშ ვოიცეხოვსკიმ გააკეთა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლამდე, რითაც რუსეთმა „მარცვლეულის დერეფანი“ გადაკეტა, უკრაინული ექსპორტის 60% „სოლიდარობის გზებზე“ მოდიოდა, ხოლო 40% - შავი ზღვით გადიოდა.

"ჩვენ მზად ვართ თითქმის ყველაფრის ექსპორტი მოვახდინოთ. ეს დაახლოებით 4 მლნ. ტონაა თვეში და გასული წლის ნოემბერში ამ მოცულობას ჩვენ უკვე მივაღწიეთ. ექსპორტი ბარჟებით, რკინიგზით, საავტომობილო და შიდა სანაოსნო გზებით განხორციელდება", - განაცხადა ვოიცეხოვსკიმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა