ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემისთვის საჭირო საშუალებები უკვე ქვეყანაშია და სულ მალე ყველაზე ცხელ წერტილებში გაიგზავნება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემისთვის საჭირო საშუალებები უკვე ქვეყანაშია და სულ მალე ყველაზე ცხელ წერტილებში გაიგზავნება.

აღნიშნულ განცხადებას ზელენსკი Telegram-ზე აქვეყნებს.

„ჩავატარეთ ყოველდღიური თათბირი. მოვისმინე მიმდინარე ანგარიშები ახალი იარაღისა და საბრძოლო მასალის მიღებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, დღეს შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ვალერი ზალუჟნიმ, საგარეო დაზვერვის სამსახურის და უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელებმა მას რუსული ჯარის აქტივობაზე, სამომავლო გეგმებისა და ასევე შეტევითი და თავდაცვითი მოქმედებების შესახებ ინფორმაცია წარუდგინეს.

„გვჯერა ჩვენი ბიჭების. ვაგრძელებთ მუშაობას", - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება