შვედეთში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ტერორიზმის საფრთხე იზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ქვეყნის უშიშროების სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, შვედეთის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანას “ახლა თავდასხმების მუდმივ მუქარებთან აქვს საქმე, რომლებიც მიმართულია შვედეთისა და შვედეთის ინტერესების წინააღმდეგ”.
ტერორისტული საფრთხის შეფასება შენარჩუნებულია “გაზრდილ” დონეზე - სამ ქულაზე ხუთქულიანი სისტემიდან.
“რუსეთის მიერ მხარდაჭერილი აქტორები აქტიურად ავრცელებენ ყალბ განცხადებებს შვედეთზე და იმის შესახებ, რომ შვედეთი, როგორც სახელმწიფო, მხარს უჭერს ყურანისა და სხვა წმინდა ტექსტების დაწყვას”, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დეზინფორმაციული კამპანიები ცდილობენ შვედეთის იმიჯი შეცვალონ და ასახონ იგი, როგორც “ისლამისა და მუსლიმებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყანა, სადაც მუსლიმებზე თავდასხმები სახელმწიფოს მიერ არის დაშვებული და მუსლიმი ბავშვები შესაძლოა სპეციალური სამსახურების მიერ იქნან გატაცებული”.
შვედეთის სამოქალაქო თავდაცვის მინისტრის კარლ-ოსკარ ბოლინის თქმით, მისი უწყება “გავლენის კამპანიებს ხედავს და ყველაფერ შესაძლებელს აკეთებს, რათა შვედეთის ყალბ იმიჯს ებრძოლოს, რომელიც ახლა საზღვარგარეთ ვრცელდება”.