ნატო შავი ზღვის რეგიონში დაზვერვას გააძლიერებს

ნატო საპატრულო თვითმფრინავებისა და დრონების გამოყენებით შავი ზღვის რეგიონში დაზვერვას გააძლიერებს. ამის შესახებ ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია.

“მოკავშირეები და უკრაინა მკაცრად გმობენ რუსეთის გადაწყვეტილებას გავიდეს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან და მის გამიზნულ მცდელობებს შეაჩეროს უკრაინის სასოფლო-სამეურნეო ექსპორტი, რომელზეც მსოფლიოს მასშტაბით ასობით მილიონი ადამიანია დამოკიდებული.

ისინი, ასევე, გმობენ რუსეთის ბოლოდროინდელ სარაკეტო თავდასხმებს ოდესაზე, მიკოლაივსა და სხვა საპორტო ქალაქებზე, მათ შორის მოსკოვის ცინიკურ დრონებით თავდასხმას უკრაინული მარცვლეულის საწყობზე დუნაის საპორტო ქალაქ რენიში, რუმინულ საზღვართან ძალიან ახლოს”, - წერია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ მოკავშირეები მიესალმებიან თურქეთის მცდელობებს “გააცოცხლოს მარცვლეულის შეთანხმება”; ასევე, ბულგარეთის, რუმინეთის, ევროკავშირისა და გაეროს მცდელობებს ხელი შეუწყონ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს ზღვითა და ხმელეთით.

“ნატო და მოკავშირეები შავი ზღვის რეგიონში დაზვერვას გააძლიერებენ, მათ შორის საპატრულო თვითმფრინავებითა და დრონებით. წინა წლიდან მოყოლებული, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის საპასუხოდ ნატომ მნიშვნელოვნად გაზარდა საკუთარი წარმომადგენლობა რეგიონში, ბულგარეთსა და რუმინეთში ორი ახალი მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფის ჩათვლით”, - წერია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება